სიახლეები

88 Views
პოლიტიკა

ბოკერია: პოლიტიკური ნორმალიზაციისთვის მთავარი არის შეთანხმების შედეგი

პოლიტიკური ნორმალიზაციისთვის მთავარი არის შეთანხმების შედეგი და არა თვითონ შეთანხმება

- ამის შესახებ ''ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გირჩი ტივი-ს ეთერში, გადაცემაში ''პოლიტიკური აგორა'' ისაუბრა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ შეთანხმებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე გამოთქვა აზრი, რომ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი თავის კონსტიტუციურ უფლებას (შეწყალებას) გამოიყენებს. ის იმედს იტოვებს, რომ შეთანხმება შესრულდება და ყველა პოლიტმატიმარი გათავისუფლდება.

ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თალაკვაძე ოპოზიციას უტიფარს უწოდებს. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ტერმინი "უტიფარი" მის პარტიას ეკუთვნის და ამ სიტყვას, სწორედ "ქართული ოცნების" მისამართით იყენებენ.

გადაცემაში ასევე ისაუბრეს ''ევროპული საქართველოს'' ინიციატივაზე, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ. ბოკერიას თქმით, ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდება და ოპოზიცია ამ საკითხზე, ისევე როგორც სასამართლო რეფორმაზე, რომელზეც შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, წინასწარ იმსჯელებს.

გიგა ბოკერიას თქმითვე, კორონა ვირუსიდან გამომდინარე, შესაძლო საფრთხეებისგან თავის დასაზღვევად, 4 აპრილს დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. მისივე განმარტებით, აქციის გადადება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას არ უკავშირდება. 


ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები