სიახლეები

შეთავაზება შსს-ს მინისტრის მოადგილეებს

ქალბატონებო : ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე , ბატონებო : კახაბერ საბანაძე, მერაბ მალანია და ლევან კაკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
ალბათ მოგეხსენებათ, ამ შაბათს, 20 ოქტომბრის დღის 4:20 საათზე, დედაენის ბაღში დაგეგმილია "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი", სადაც გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გეგმავს ისარგებლოს მისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებით. 
❔ გვაინტერესებს რას აპირებთ თქვენ ამ დღესთან დაკავშირებით და ამიტომ გთავაზობთ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ სატელევიზიო არხზე და ნებისმიერ დროს საჯაროდ ვისაუბროთ 20 ოქტომბერთან დაკავშირებით.

კომენტარები