სიახლეები

"თავისუფალი ბაზრის" სტუმარი პოლიციას ჰყავს გაჩერებული

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დღეს ვახო მეგრელიშვილის გადაცემის, "თავისუფალი ბაზარი", სტუმარი უნდა ყოფილიყო, ამ დრომდე პოლიციას ჰყავს გაჩერებული. 

უცნობია, მოახერხებს თუ არა ჩხარტიშვილი გადაცემაში სტუმრობას. როგორც მან ჩვენთან საუბრისას რამდენიმე წუთის წინ თქვა, კეკელიძის ქუჩაზე მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს, "მევახშის ადვოკატი უჩივის" და სწორედ ამ მიზეზით  არ უშვებს პოლიცია.



ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები