სიახლეები

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის II შეხვედრა

დღეს, 19:00 საათზე, "გირჩის" ოფისში ოპოზიციური პარტიების სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრების ლაივს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ "გირჩისა" და სხვა პოლიტიკური პარტიების ფეისბუკ გვერდებზე.

პირველ შეხვედრაზე განხილული იყო სამუშაო ჯგუფის მუშაობის ზოგადი წესები, დღეს კი მართლმსაჯულების სისტემა და კონკრეტულად სასამართლო განიხილება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ:

1. "ევროპული საქართველო", 

2. ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობა", 

3. "ახალი საქართველო", 

4. "თავისუფალი საქართველო", 

5. "ნაციონალური მოძრაობა", 

6. პარტია "სამართლიანობისთვის", 

7. "ერთიანი საქართველო",

8. "ევროპელი დემოკრატები", 

9. "ლეიბორისტული პარტია",

10.  "გირჩი"

11. პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია

12. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, "გირჩის" კონსულტანტი, ჯაბა ებანოიძე.

კომენტარები