სიახლეები

52 Views
პოლიტიკა

2020 წლის შეჯამება

იანვარში, როცა ჰონგ-კონგის პროტესტებს ვადევნებდი თვალს, ბევრჯერ წამიკითხავს ვირუსზე, რომელიც უჰანიდან ვრცელდება, თუმცა მაშინ საერთოდ არ მივაქციე ამ ინფორმაციას ყურადღება: მორიგი ვირუსი, რომელიც პერიოდულობით ჩნდება აღმოსავლეთ აზიაში და მერე სხვა ქვეყნებზე ვრცელდება.

თუმცა თებერვლისთვის უკვე გასაგები იყო, რომ მთლად უპრობლემოდ ეს ვირუსი არ ჩაივლის და გაოცებით ვუყურებდი, თუ როგორ ჯერ ჩინეთში, მერე ირანსა და იტალიაში ხალხმა სრულიად დაკარგა საღი აზრი.

ჩვენ ბევრი დრო გვქონდა, რომ ადამიანების არაადეკვატურობა შეგვემჩნია და მშვიდად მოვმზადებულივიყავით პანდემიისათვის, თუმცა არც ჩვენმა საზოგადოებად აჩვენა განსაკუთრებული თვისებები და ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა კორონა-ისტერიას აჰყვა. მხოლოდ, გირჩელები აღმოჩნდნენ ის ხალხი, ვინც ამ ძალზედ არაბუნებრივ გარემოში არც მორალზე და არც თავის პრინციპებზე თქვა უარი.

ხოლო როცა Iago Khvichia იძულებითი კარანტინი ციხედ მოიხსენია და, მიუხედავად ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობის, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების, აგრესიისა და ისტერიკის, შეზღუდვების წინააღმდეგ გაილაშქრა, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი გირჩშია - იაგო და მისი მეგობრები არა მარტო ჩემნაირ პრინციპებს იზიარებენ, არამედ მაშინაც დგანან ამ პრინციპებზე, როცა ყველა მათ წინააღმდეგ მიდის. ამ სამყაროში ასეთი ხალხი დეფიციტშია და მიხარია, რომ იაგო მეგობრად შემიძლია მოვიხსენიო.

მეც შეზღუდვების გაპროტესტებაში ჩავერთე და იმ დროს, როცა პოლიტიკური პარტიები ქართული ოცნების და პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანდნენ და გახარიას მადლობებს უხდიდნენ:

მე და ლოლა (მანეკენი), მანქანით რუსთაველზე ვსეირნობდით, რათა მანქანაში მგზავრის წინ ჯდომის აკრძალვის კანონის აბსურდულობა მეჩვენებინა (მადლობა, გიორგი სანიკიძეს ამ იდეის რეალიზაციაში); 

ლოქდაუნის დროს ორი ვირტუალური მიტინგი მოვაწყე, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

სხვებთან ერთად იპოდრომზე ვსეირნობდი (არ დამაჯარიმეს); 

ვკითხულობდი გირჩის ოფისში ლექციებს, სანამ ეს ფიზიკურად შესაძლებელი იყო. (სხვა წვრილმან დარღვევებს არც კი ჩამოვთვლი).

მერე, იაგოს, ვახოს და ზურას მოწვევით ჩავერთე გირჩის საარჩევნო კამპანიაში, რომელიც მთლიანად იაგოს პრინციპულობაზე იდგა და ჩვენი დღევანდელი იმიჯი, რომლის მეშვეობით ვიცავდით ბარებს, ვარღვევდით წესებს და ვაპროტესტებდით მთავრობის შეზღუდვებს, მთელი ჩვენი ეს იმიჯი, დღემდე იაგოს იმ პრინციპულობასა და გამბედაობაზე დგას.

ზაფხულში, როცა პოლიტიკოსობა გადავწყვიტე, სხვა პოლიტიკოსები გავიცანი და Vakhtang Megrelishvili ერთად საერთო იდეებზე მუშაობა დავიწყეთ. ბევრი შეხვედრის და დისკუსიის შემდეგ, აგვისტოში რამდენიმე პარტია რადიკალურ რეფორმებზე დავითანხმეთ და ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა. მაშინ მივხვდი, რომ ვახო, მიუხედავად იმისა, რომ ზურასა და იაგოსგან განსხვავებით, იშვიათად ჩანს ეთერებში, გირჩის ინტელექტუალურ ფუნდამენტს ქმნის, თან როგორც მერე გავიგე, ფაქტობრივად ყველაფერი, რითაც ხალხი გირჩს იცნობს, იქნება ეს ჯედები, ბიბლიური თავისუფლება თუ მმართველობის წესრიგი, მისი მოგონილია.

თუმცა, სამწუხაროდ, სხვა პოლიტიკოსებს ჩვენი შეთანხმება მალევე დაავიწყდათ და სექტემბერი-ოქტომბერი - კლოუნადის პერიოდად იქცა, სადაც პარტიები იმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, თუ ვინ უკეთეს ვიდეოს გადაიღებს ან უკეთეს სადღეგრძელოს იტყვის. საბედნიეროდ, ამგვარი აქტივობის სპეციალისტებიც გვყავდა, ამიტომ ამ პერიოდში არც ჩვენ დავიკარგეთ.

შემოდგომის კამპანიის ერთადერთი ნათელი წერტილი - ბარების დაცვა იყო, სადაც უამრავმა ადამიანმა კლავ გამბედაობა და პრინციპულობა აჩვენა. სამწუხაროდ, ბარების დაცვა უპრობლემოდ არ დასრულდა, რადგან ხშირად ფანდრაიზინგი და PR-, გუნდურ მუშაობასა და პასუხისმგებლობაზე მაღლა იდგა. მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ჩემი შტაბი MacLaren's Irish Pub 1.5 თვე მუშაობდა და იქ უამრავი საინტერესო შეხვედრა გავმართე ჩვენ ამომრჩეველთან.

ინტელექტის დეფიციტი და კლოუნადა, არჩევნების შემდეგაც დაგვრჩა, როცა პოლიტიკური პარტიები ნაჩქარევი, ემოციური, ცუდად გააზრებული და მედიას წინაშე შიშით მიღებული გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდა. ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, პოზიციონირება ვერ შევძელით და საერთო ნაკადს ავყევით. მიუხედავად შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისისა, უკვე ორი თვეა, რაც მედიას მხოლოდ ერთი ტიპის კითხვები აქვს: შედიხართ პარლამენტში?, მართლა არ შედიხართ პარლამენტში?, „და მაინც, შედიხართ თუ არა პარლამენტში?, შეგიძლიათ დააზუსტოთ, პარლამენტში შედიხართ?

მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო მეტი კრიტიკული კითხვა ისმევა, მით უფრო მეტი დისკუსია ჩნდება და დეკემბრის ბოლოსკენ იქამდე მაინც მივაღწიეთ, რომ არსებულ პრობლემებზე საუბარი დავიწყეთ.

ამასობაში, ზურამ პარტია დატოვა, თან ისე, რომ არაფერი ახსნა. უდიდესი იმედგაცრუება იყო ეს. საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ მორალის და ინტელექტის სტანდარტს, რომელმაც გირჩში მომიყვანა. მეგონა, რომ ლაპარაკს ალტერნატივა არ გააჩნია, რომ გულწრფელობა და პრინციპულობა არის ჩვენი დამახასიათებელი და არა ჩუმად ყოფნა, მაგრამ შედეგად მხოლოდ ზურას დუმილი და მისი გარემოცვისგან, ჩემთვის გასაოცარი, ქცევა დავინახე. არ ვიცი, რა ვუსურვო ჯანსაღებს. ის რაც მე მგონია სწორი, მათ, როგორც ჩანს, არ მოსწონთ და არც მოსწონდათ არასდროს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს უბრალოდ მორიგი, უკვე გავლილი ეტაპია ჩემ ცხოვრებაში. გავიარე, გადავაბიჯე და დავივიწყე. თუ სადმე გადავეყრები, გამარჯობას ვეტყვი, და ამით შემოვიფარგლები.

ხოლო, 2021 წელს რაც ეხება, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ 2020-ში დაკარგული საღი აზრის დაბრუნებას, დავიწყებთ ლაპარაკს, დისკუსიებსა და დებატებს. პოლიტიკას კვლავ აზრი გაუჩნდება, კლოუნადა კი დასრულდება. და ეს არა მხოლოდ ჩემი სურვილი, არამედ გარკვეულწილად ვალდებულებაც არის, რადგან თუ ამ მიზანს ვერ მივაღწევთ, არაფერი კარგი ახალ წელს ჩვენ არ გველის.

გილოცავთ 2020 წლის დასრულებას და ბედნიერ 2021 წელს გისურვებთ!

იხ. სტატია ფეისბუქზე.

კომენტარები