სიახლეები

79 Views
პოლიტიკა

ანზორ ბიწაძე: პროპორციული არჩევნების მონაპოვარი ახალგაზრდების დამსახურებაა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადების კრიტიკას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. 

როგორც პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, ანზორ ბიწაძე, "გირჩის" ახალი ამბების სააგენტოსთან საუბრისას ამბობს, პროპორციული სიტემის დაპირება, პირველ რიგში, ახალგაზრდების ენერგიული მუხტის დამსახურებაა და ის ოლიგარქის ხელიდან "ნაციონალურ მოძრაობას" არ "გამოუგლეჯია".

მისივე თქმით, ეს პოლიტიკური პარტიების როლს არანაირად არ აკნინებს.

ოპოზიციურ ერთობას, ერთმნიშვნელოვნად არაფერი ემუქრება. რაც შეეხება იმას, ვისი დამსახურებაა პროპორციული არჩევნების მონაპოვარი - პირველ რიგში მე ახალგაზრდების ენერგიული მუხტის დამსახურებად მივიჩნევ, ოპოზიციის უპრეცედენტო ერთობასთან ერთად. ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს პოლიტიკური პარტიების როლს, მაგრამ პროტესტის ავანგარდში ახალგაზრდები იყვნენ.

- აცხადებს ანზორ ბიწაძე.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქ სტატუსით გამოეხმაურა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ "ენმ-მ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს პროპორციული არჩევნების დაპირება"

როგორც ჯაფარიძე წერს, "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კომუნიკაციას გააგრძელებს, თუმცა გრიგოლ ვაშაძეს არაფერზე აღარ დაელაპარაკება. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები