სიახლეები

2564 Views
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს: აქ #₾e არავინ არ არის

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის ტელეკომპანია მთავარზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ვაშაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემაში განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნების მიღება, ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა.

" გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ ჩართვას ვუსმინე ეკა კვესიტაძესთან

ყველას დიდი მადლობა, მაგრამ პროპორციული არჩევნების დადება კონკრეტულად ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის დამსახურებააო

არაფერი შეგეშალოთო.

ჰოდა:

გირჩი გააგრძელებს კონსულტაციებს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ლიდერებთან (ისევე როგორც სხვა პარტიებთან) იმის თაობაზე თუ როგორ უნდა შევცვალოთ ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ (როგორ დავშალოთ სისტემა, როგორ მოვახდინოთ ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია)

მაგრამ, ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს.

მათ შორის, ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებზე, რომელზეც ეს ადამიანი იქნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.

კიევიდან როგორ ჩანს არ ვიცი, მაგრამ აქ ყლე არავინ არ არის."

- წერს ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გირჩი ოპოზიციურ პარტიებთან საკონსულტაციო რეჟიმშია, ხელისუფლების ჩანაცვლების შემდგომ სამოქმედო, "გირჩის", ორპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები