სიახლეები

მოსამართლე ბალავაძე ლეგალური მცენარის მოყვანისთვის ადამიანს ციხეში უშვებს

დღესზესტაფონის რაიონულ სასამართლოში კანაფის კულტივაციაში ბრალდებული ავთო მეტრეველის პროცესი გაიმართა. ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხის მცხოვრები მეტრეველის სახლიდან პოლიციამ რამდენიმე ძირი კანაფი ამოიღო, რის გამოც მას 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე ავთო მეტრეველს ისე ასამართლებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ იკვლევს იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულის თავდაპირველმა ადვოკატმაგოდერძი ჩუბინიძემ, პირველ სასამართლო პროცესზე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის ვალდებულება არ ჰქონდა, ეჭვქვეშაც არ დააყენა და უდაოდ ცნო.

წინასასამართლო პროცესზე არც მოსამართლემ და არც ადვოკატმა ჩუბინიძემ ბრალდებულს არ აუხსნეს, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა მისთვის მტკიცებულებების უდაოდ ცნობას იმ ემთხვევაში, თუ იგი, საბოლოოდ, ბრალის აღიარებას არ დათანხმდებოდა.  

ამჟამად ავთო მეტრეველს ახალი, "გირჩის" რეკომენდირებული ადვოკატი ჰყავს, რომელმაც მოსამართლესთან რამდენიმე საკითხზე დააყენა შუამდგომლობა. პირველი შუამდგმომლობა ითვალისწინებდა მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესის აღდგენას და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ხელახლა განხილვას.

მეორე შუამდგომლობა გაყალბებულ ხელმოწერებს ეხებოდა. სავარაუდოდ, ოქმებზე, ავთო მეტრეველის ნაცვლად, ხელი ხელი პოლიციელმა მოაწერა.

მესამე შუამდგომლობა კი მოსამართლის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის უფლებას შეეხებოდა. აღნიშნული შუამდგომლობის მიხედვით, მოსამართლეს აქვს უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვოს იმ მუხლის კონსტიტუციურობის შემოწმება, რომლითაც დავა მიმდინარეობს. 

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა, მარიამ მაძღარაშვილმა, მოსამართლეს აუხსნა, რომ საქმე ეხება ლეგალური მცენარის კულტივირების გამო ადამიანის დასჯას, მოსამართლე ბალავაძემ მისი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდგომი სასამართლო სხდომა 30 იანვრამდე გადაიდო და მასზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარადგენს.

ამ მოცემულობით, ზურაბ ბალავაძე უდანაშაულო ადამიანს ასამართლებს და ციხეში უშვებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ლეგალურად აღიარებული მცენარის მოყვანისთვის. ის მას პატიმრობას უსჯის ისე, რომ არცერთი მტკიცებულება არ აქვს გამოკვლეული. საქმეში არსებული რამდენიმე მტკიცებულება, დიდი ალბათობით, გაყალბებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსამართლე ავთო მეტრეველს რამდენიმე წლით უშვებს ციხეში.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ადვოკატი, გოდერძი ჩუბინიძე, ამ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი გამომძიებლის სიმამრია. მისი ქმედებები გასაჩივრებულია ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში. 

შეგახსენებთ, წელზე მეტია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეშიზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარება არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი. თუმცა, დღემდე არ არსებობს ლეგალური მცენარის კანონიერად მოპოვების არავითარი გზა. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები