სიახლეები

1184 Views
პოლიტიკა

NDI-ს კვლევის მიხედვით "გირჩის" რეიტინგი მზარდია

NDI-ს ახალი კვლევის თანახმად "გირჩის" რეიტინგი მზარდია. ყველა მანამდე ჩატარებულ გამოკითხვაში, პარტია მხოლოდ 1 %-ს იღებდა და "სხვა პარტიების" კატეგორიაში ხვდებოდა. ამჯერად ფაქტობრივად ასპროცენტიანი ზრდაა, რადგან პირველად გამოჩნდა "გირჩი" ჩამონათვალში და გამოკითხულთა 2 % გვიჭერს მხარს.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 %-ია.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე "ქართული ოცნების".

მოსახლეობის 20 %-ის თქმით, ხვალ რომ არჩევნების იყოს "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს. ნაციონალურ მოძრაობას მხარს 13 პროცენტი დაუჭერს, ევროპულ საქართველოს — 8 %, ლეიბორისტულ პარტიას — 5 %, პატრიოტთა ალიანსს — 4 %, ახალი საქართველო — 3 %, ერთიანი საქართველო — 3 %, გირჩი — 2 %.

ამავე დროს, მოსახლეობის 14-მა %-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. ასევე 14 % ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემს ხმას, 12-მა %-მა კი ჯერ არ იცის.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები