სიახლეები

217 Views
ეკონომიკა

პრივატიზაციაზე სწორი მესიჯების გაგზავნაა საჭირო - ზვიად ხორგუაშვილი

ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა ვახო მეგრელიშვილის "თავისუფალ ბაზარში" პრივატიზაციის პროექტსა და სისტემის დაშლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

საქართველოს ქონების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია კერძო საკუთრებაში. უამრავი რესურსია სახელმწიფოს ხელში და ამ თემაზე ადამიანებისთვის სწორი მესიჯების მიწოდებაა მნიშვნელოვანი

ხორგუაშვილის თქმით, პრივატიზაციის პროექტის განსახორციელებლად, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ყველაფრის გასაგებად ახსნაა. როგორც სხვა პოლიტიკოსებისთვის, ისე ადამიანებისთვის. 

"თუ არ ავხსნით ამ იდეებს სწორად, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გასაგებად, სხვა ახსნის და თავად იდეები დაიკარგება. მაგალითად გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკოსები ნაკლებად წავლენ იმ რისკზე - თქვან: "ხალხო, ეს ტყე რომ მთლიანად გავყიდოთ, 40 მილიარდს ვიშოვით" - რაც ელექტორალურ ჩაქოლვას ნიშნავს. ამიტომ არის სწორი მესიჯების გაგზავნა მნიშვნელოვანი."

- ამბობს ხორგუაშვილი "თავისუფალი ბაზრის" ეთერში.

ვახო მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამ ტიპის პრობლემებზე არც უფიქრია. ამის ერთ- ერთი მიზეზი კი ისაა, რომ პოლიტიკოსები ჩამოკიდებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე და 30 წლის განმავლობაში იმ პოლიტიკის კეთებას არიან მიჩვეული, რომელ რეალობაშიც ახლა ვართ. ამიტომაც "გირჩის" კომუნიკაცია ოპოზიციურ პარტიებთან, ამ თემებზე შეთანხმების მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია. 

"გირჩის" კრიზისიდან გამოსვლის ორპუნქტიანი გეგმა 1 - ძალოვანი სტრუქტურისა და მართლმსაჯულების სისტემის დაშლას და მე-2 - რესტიტუციას, სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნებას გულისხმობს. 

იხილეთ "გირჩის" ორპუნქტიანი გეგმა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები