სიახლეები

მითხარი შენი მშპ-ს ზრდა და გეტყვი ვინ ხარ შენ

წელიწადში მინიმუმ ერთხელ მხვდება კახა ბენდუქიძის 2010 წლის დროინდელი ამ სტატიის რეპოსტი:

კახა ბენდუქიძე: მთლიანი შიდა პროდუქტის მოსაწყენი გათვლები და გასაკეთებელი არჩევანი

გაზეთებში შეგიძლიათ ნახოთ, რომ საქართველოს მშპ/სულზე არის 2900 დოლარი, და მეორე დღეს ასევე გაიგოთ, რომ ეს მაჩვენებელი 4400 დოლარია. იტყუებიან? არა. ეს დათვლის ორი გზაა. პირველი - ითვლიან მშპ-ს საბაზრო ფასებში - თუ ვაწარმოეთ 10 000 ტონა ვაშლი და დაახლოებით 10 ცენტად გავყიდეთ - ეს არის 1 მილიონი დოლარის წვლილი მშპ-ში.

შინაარსი და დასკვნა უცვლელი რჩება, თუმცა მას მერე რიცხვები შეიცვალა. ჩვენი მონაცემებიც და სხვა შესადარებელი ქვეყნებისაც.

ჰოდა დამაინტერესა, ბატონ კახას დღეს იგივე სკალა რომ დაეთვალა რა დასკვნამდე მივიდოდა? - დავჯექი და უცებ დავთვალე.

ვინ ვიქნებით 2040 წელში 3,5%-იანი ეკონომიკური ზრდით?

შეგნებულად იგივე წლები ავიღე, რაც ბატონმა კახამ. 2015 და 2017 ჩამოვაშორე წინ და უკან 2044 დავუმატე.

ზრდის პროცენტებში 16 %-ის ჩამატება მომიწია, სინგაპურისათვის რომ გაგვესწრო. კიდე 3,5 % — ჩვენი მიმდინარე ზრდა ჩავამატე საყვარლად 2-სა და 4%-ს შორის. აი შედეგი:
 

ცხრილის მოხმარება: გაადიდეთ იმიჯი, სტრიქონში აირჩიეთ მშპ-ს ზრდა, აირჩიეთ სვეტი, გადაკვეთის წერტილში ამოიკითხეთ იმ ქვეყნების სახელები, რომლებსაც გავუტოლდებით ამ ტემპით თუ გავაგრძელეთ.

დადგინდა შემდეგი ორი სახალისო რამ:

ცდებოდით ბატონო კახა — სინგაპურის გასასწრებად 2040 წელი და 14% ზრდა აღარაა საკმარისი. ახლა უკვე უფრო მაგრად უნდა შევუბეროთ და 16% იანი ზრდით 2044-ში გადავასწრებთ მათ.

დღევანდელი ტემპებით 2044-ში მიანმარის (ყოფილი ბირმა) და ახლახან გამოყოფილი კოსოვოს დონეზე ვიქნებით.

დასკვნა

აბა შეიცვალა რამე?

ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
P.S.
ქვემოთ ყველა წყარო https-შია მოყვანილი, გარდა საქსტატისა. სერტიფიკატი არ უვარგათ. შეეშველეთ ვინმემ. ტეხავს.

საწყისი მონაცემები:
https://s3.eu-central-1.amazonaws.com/mamala.me/gdp-raw-1.csv

შედეგები:
https://s3.eu-central-1.amazonaws.com/mamala.me/bendu-scale.csv

მონაცემების წყარო:

მონაცემების წყარო:
http://www.geostat.ge
https://data.worldbank.org

01.03.2019

ავტორი: გიორგი მამალაძე

კომენტარები