291 Views
ციტატები

"კონკორდატი 21-ე საუკუნის გეორგიევსკის ტრაქტატია" - ზურაბ ჯაფარიძე

კონკორდატი რეალურად არის შეთანხმება რუსეთთან.

21-ე საუკუნის გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგვარი, სახეცვლილი ანალოგია. თუ რამე აფერხებს საქართველოს განვითარებას, ხელს უწყობს მის რუსულ ორბიტაზე დარჩენას და, შესაბამისად, კლავს ჩვენი შვილებისთვის ამ ქვეყანაში დარჩენის და თავისუფალი არსებობის შესაძლებლობას - ერთ-ერთი მთავარი (თუ ყველაზე მთავარი არა) არის სწორედ ეს ხელშეკრულება და ის ინსტიტუტი რომელიც ამ ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა მონსტრად. არაფერი საამაყო ამ ხელშეკრულების გაფორმებაში შეტანილ წვლილში არაა - პირიქით.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკორდატის (საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება)  შესახებ წერს. როგორც ის აღნიშნავს, ეს ხელშეკრულება სინამდვილეში რუსეთთან გვაქვს დადებული და ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესი დამაბრკოლებელი ფაქტორია. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სიამაყით განაცხადა, რომ კონკორდატს მისი ინიციატივით მოაწერეს ხელი, როდესაც ის შევარდნაძის მთავრობის იუსტიციის მინისტრი გახლდათ. 

კონკორდატი საქართველოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის, 2002 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა. კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებულ პრივილეგიას პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს მხოლოდ ეკლესიის მიმართ და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს რელიგიურ ორგანიზაციებს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები