სიახლეები

116 Views
პოლიტიკა

"ინფრასტრუქტურა ბიზნესის განვითარების ტემპს ვერ მიჰყვება" - ინფრასტრუქტურის მინისტრი

სამთო კურორტებზე კვირაზე მეტხნიანი უწყლობის პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, გუდაურში წყალმომარაგება სრულად აღდგა, რაც შეეხება ბაკურიანს, იქაც ეტაპობრივად აღდგება სასტუმროების წყლით მომარაგება და დღის ბოლომდე რამე იქნებაო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრობლემის მთავარი გამომწვევი მიზეზი უნალექო ამინდი და აბონენტების მომატებული რაოდენობაა, რაც დამატებითი ზეწოლა აღმოჩნდა არსებული წყალმომარაგების სისტემისთვის და სათანადოდ ვერ გაუმკლავდა მას. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ბიზნესის სწრაფ განვითარებას ინფრასტრუქტურა თავისი ტემპით ვერ მიჰყვება და ამიტომ 2020 წლისთვის საჭიროა ისეთი განვითარება, რომელიც ამ მზარდ მოთხოვნებს უპასუხებს.

სამწუხაროდ ამ განვითარების ტემპი, იქედან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო სპეციფიკურია და რთულია, ბევრად უფრო მეტ დაფინანსებასა და პროცედურასთან არის დაკავშირებული, ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი სამწუხაროდ ვერ მიჰყვება იმ ტემპს, რომელიც ჰქონდა ბიზნესს. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა.

- ამბობს ცქიტიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ კვირაზე მეტია საქართველოს მთის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემაა. გუდაურისა და ბაკურიანის სასტუმროებისა და მოსახლეობის ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა, რის გამოც არაერთმა ტურისტმა დატოვა ზამთრის კურორტები, ზოგიერთმა კი ჯავშანი გააუქმა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები