სიახლეები

81 Views
პოლიტიკა

გადასახადები გადაიხადონ და რაც უნდათ ის დამაბრალონ - ფინანსთა მინისტრი მედია კომპანიებზე

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ტელევიზიების წარმომადგენლებს მასთან გამართული შეხვედრის შესახებ ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.

გავრცელებული ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად ტყუილია, ჩაიხედონ თავის გულში და ხომ იციან, რომ ტყუილია. ეს იმაში სჭირდებათ, რომ გადასახადები არ გადაიხადონ, მაგრამ მთავარია, გადაიხადონ გადასახადები და რაც უნდათ ის დამაბრალონ.

- განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე, მედიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის რომელი ნაწილია ტყუილი, მინისტრი პასუხობს, რომ „რა შინაარსიც გავრცელდა, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმით, იყო ერთმნიშვნელოვნად ტყუილი. მაგრამ გადაიხადონ გადასახადები და გააგრძელონ ტყუილები“.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინანსთა მინისტრი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა „TV პირველის“ გენერალურმა დირექტომა ინგა გრიგოლიამ. როგორც მოგვიანებით მან "დღის ამბებიის" ეთერში განაცხადა, შეხვედრისას ვანო მაჭავარიანმა თავისი წინამორბედი მინისტრების დახასიათებისას უცენზურო სიტყვა გამოიყენა

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები