სიახლეები

183 Views
პოლიტიკა

Facebook-მა მნიშვნელოვანი ლურსმანი დააჭედა "ოცნების" პოლიტიკურ კუბოზე - ბადრი გრიგალაშვილი

Facebook-ის ამ ნაბიჯს არ ვუყურებ, როგორც კერძო კომპანიის ნაბიჯს, ეს მგონია უფრო პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც მოდის ამერიკიდან, ამას ჰქონდა თავისი სარჩული, რომლის გაგრძელებაც არის ეს პროცესები. მანამდე იყო კონგრესმენების მწვავე განცხადებები, ელჩის დანიშვნა საქართველოში და ახლა კიდევ ასეთი მნიშვნელოვანი წნეხი საქართველოს მთავრობაზე.

- ამის შესახებ "გირჩის" წევრმა ბადრი გრიგალაშვილმა, "გირჩის აზრის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" დიდი ხანია გადამგდების სახელით არსებობს, თუმცა დაპირება პროპორციული არჩევნების შესახებ, გაცემული იყო არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მისამართით, რაც აშშ-სთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა.

"ქართული ოცნების" მთავრობა დიდი ხანია გადამგდების სახელით არსებობს ჩვენს ქვეყანაში, დაწყებული გახარიას ბოდიშით და ნარკოპოლიტიკის შერბილების დაპირებით და გაგრძელებული ივანიშვილის განცხადებით, ერთ წელში ყველაფერი კარგად იქნებაო. თუმცა პროპროციულ არჩევნებთან გაცემული დაპირება, არ იყო მხოლოდ დაპირება ჩვენ მიმართ, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მიმართაც. ამერიკისთვის გადაგდება აღმოჩნდა ის წითელი ხაზი, რომლის მერეც გადაწყვიტეს, რომ გადაედგათ ასეთი ნაბიჯები."

- ამბობს ბადრი "გირჩის აზრის" ეთერში. 

ამ ფეიქ ჯგუფების გაუქმება ფეისბუქის მიერ,"ოცნების" პოლიტიკურ კუბოზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლურსმანი იყო, რომელიც დააჭედა აშშ-მ.

როგორც ბადრი გრიგალაშვილი აღნიშნავს, ეს პროცესები "ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვნად დააზიანებს არჩევნებზე:

"აქამდე თუ კულუარებიდან ვხვდებოდით, რომ სამთავრობო ტროლები მართავდნენ ფეისბუქს, ახლა უკვე კონკრეტული ფაქტები გვაქვს, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან, როგორიც არის ფეისბუქი, რომ ვიღაცები ქვეყანაში დეზინფორმაციას ავრცელებენ საჯაროდ, ყველანაირი მორალის გარეშე."

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები