სიახლეები

1253 Views
პოლიტიკა

წინასაახალწლოდ უმუშევრად დარჩენილი შმაქსისტები ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ

"შმაქსის" მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი მათ წინააღმდეგ გამართულ პოლიტიკურ ბრძოლას აპროტესტებენ.

აქციას "გირჩიც" უერთდება. შმაქსისტების მთავარი მოთხოვნა ჯარიმების გაუქმებაა.

ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ თბილისის საკრებულომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის შესახებ მუხლი ჩუმად დააკორექტირა, რომლის მიხედვითაც ახლა  ტაქსის ნიშანთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენებაც აიკრძალება. ათეულობით ტაქსისტი სწორედ ამ დადგენილების ჩასწორების საფუძველზე დააჯარიმეს.

ეს ცვლილება დადგენილებაში შეიტანეს ჩუმად და ნებისმიერი ნიშანი,რომელიც ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ გავს ტაქსის ნიშანს, შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი და ახლა ამ წინასაახალწლოდ დაერივნენ შმაქსისტებს. ვითხოვთ პირველ რიგში მაგ ჯარიმების გაუქმებას და მეორე, ამ რეგულაციების საერთოდ ჩახსნას.

- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

"შმაქსისტები" ერთ თვიან ვადას ითხოვენ იმისთვის, რომ ახალი ლოგო დაამზადონ განსხვავებული ტრაფარეტისთვის და განაგრძონ საგანმანათლებლო საქმიანობა.

როგორც შმაქსისტები ამბობენ, ამ ახალი დადგენილების გამო, წინასაახალწლოდ მთავარი შემოსავლის წყარო დაკარგეს.

აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად, შსს-ს შენობასთან, თბილისის  საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილიც მივიდა.

მისი თქმით, მაშინ, როცა ახალ წელს ჩინოვნიკები მილიონობით ლარს ჩაიდებენ ჯიბეში, ამ გაჭირვებულ  ადამიანებს ელემენტარული შემოსავლის მიღების საშუალებას უსპობენ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები