სიახლეები

73 Views
პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმითი, ცხინვალის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას დაუშვებლად მიიჩნევს და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

ამის შესახებთ სმითი საკუთარ Twitter-ის გვერდზე ქართულად და ინგლისურად წერს.

ამ რთულ დროს, ჩემი მხარდაჭერა ექ. გაფრინდაშვილს და მის ოჯახს. ექიმების გამომწყვდევა, როდესაც ისინი პაციენტებს სჭირდებათ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და მათმა რუსმა მხარდამჭერებმა, იგი დაუყონებლივ უნდა გაანთავისუფლონ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა ქართველ ექიმ ვაჟა  გაფრინდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები