სიახლეები

323 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: სიტყვის შესრულება ამერიკული მორალის ნაწილია, გადაგდებას არ პატიობენ

ყველასთვის გასაგებია, რომ მთავარი, რასაც ამერიკელები არ პატიობენ საკუთარ პარტნიორებს, არის გადაგდება. სიტყვის შესრულება ამერიკული მორალის ნაწილია. 

- ამბობს იაგო ხვიჩია "გირჩის აზრის" ეთერში.  

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ ე. კონოლმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას მიმართეს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობა გააკრიტიკეს. ამ თემას ეხმიანება იაგო ხვიჩია ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში, მისი თქმით, ახლა რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯოს ხელისუფლებამ და რამდენი ლობისტიც არ უნდა ჰყავდეს, ოფიციალური ამერიკისთვის უკვე გასაგებია ვისთან აქვთ საქმე:

ამ გადაგდებით გახდა გასაგები, რომ საქართველოს ხელისუფლება წასვლას არ აპირებს. უკვე დაიწყეს ამერიკელებმა წერა იმაზე, რომ სანქციებითაც დაემუქრონ საქართველოს მთავრობას, 2020 წელს ყოველმხრივ დამძიმდება მთავრობის მდგომარეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ამბობს ხვიჩია "გირჩის აზრის" ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები