სიახლეები

232 Views
პოლიტიკა

ჰერმან საბო: ქართული ოცნება დემორალიზებულია

მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ამ აქციას საკუთარი თავისთვის და მხარდამჭერებისთვის აკეთებს, იმიტომ რომ ისინი დემორალიზებულები არიან

- ამბობს, ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში, "გირჩის" წევრი ჰერმან საბო.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ის მორალური "პიედესტალი" რომელიც ჰქონდათ, ოცი ივნისის ამბების აქციებისა და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შემდეგ თითქმის შემოეცალა.

თითქმის ყველა ნაწილში სადაც ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთესად აჩენდნენ თავს და ეს იყო მთავარი „კოზირი“, რომ ჩვენ კარგი კი უნიათოები ვართ, სამაგიეროდ ადამიანებზე არ ვძალადობთ და ძალოვან სისტემას ბოროტად არ ვიყენებთ,შეუსუსტდათ 

- ამბობს საბო, "გირჩის აზრის" ეთერში.

აქედან გამომდინარე, გირჩის წევრი თვლის, რომ აქცია არის "ქართული ოცნებისთვის" და მათი  მხარდამჭერებისთვის იმის ჩვენება,რომ „ეგრეც კი არ არის საქმე ისევ ბევრნი ვართ , ისევ ერთად ვართ ისევ ის ღირებულელები ჩვენია და არ შედრკეთ“

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები