სიახლეები

261 Views
პოლიტიკა

ამ ტიპის რეფორმების გატარებას იდეალისტი მთავრობა სჭირდება - კუკავა ქონების დაბრუნების პროექტზე

დემოკრატია სადაც არსებობს და არსებობდა, მეოცე საუკუნემდე შეზღუდულიც კი იყო ხმის მიცემა მათთვის, ვისაც საკუთრება არ ჰქონდა, იმიტომ, რომ საკუთრება გულისხმობს პასუხისმგებლობას.

- განაცხადა კახა კუკავამ "თავისუფალ ბაზარში" მოქალაქეებისთვის ქონების დაბრუნების პროექტზე საუბრისას. მისი თქმით, ხელისუფლებებს არ აწყობთ ფინანსურად ძლიერი მოსახლეობა, რადგან მათი მართვა იოლი აღარ იქნება.

"მე მახსოვს დღევანდელი და წინა ხელისუფლებების შიშები მდიდარი ადამიანების მიმართ. ვითომ ხომ ხელისუფლებისთვის კარგია, ინვესტორი შემოვა, სამუშაო ადგილებს შექმნის, შენ ჩაგეწერება პლუსში, მაგრამ არა - ნებისმიერი ინვესტორი, ნებისმიერი მესაკუთრე, ნებისმიერი შეძლებული ადამიანი, ავტორიტარული რეჟიმისთვის არის რისკი. ორასი მილიონით რაღაცა ქარხანას რომ გახსნის, შეიძლება პლუს ხუთი მილიონით რომელიღაცა ოპოზიციური პარტია დააფინანსოს, ან სულაც ტელევიზია გახსნას. მათ უნდათ ისეთი ინვესტორი, რომელიც მხოლოდ მმართველ ძალას დააფინანსებს. როგორც კი ჩნდება თავისუფალი ბაზარი და ამომრჩეველებსაც, მესაკუთრესაც ინვესტორსაც თავისუფალი არჩევანი აქვს, ბუნებრივია იქ შემოდის, თავისუფალი და რეალური საბაზრო ფასი, რაც არ აწყობთ. ამის გარდა, არის კორუფცია და ავი ძაღლის პრინციპი, რატომ უნდა გაყიდოს მთელ მოსახლეობაზე და ცალ ცალკე აქციონერებზე, როცა შეუძლია შემოიყვანოს ვიღაცა თავისი, გაურიგდეს თვითონ და ჯიბეში ჩაიდოს ეს ფული. ამიტომ, ამის გაკეთებას ჩემი აზრით სჭირდება იდეალისტი მთავრობა. ასეთი მთავრობები იშვიათად, მაგრამ 100 წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც ჭირდება ქვეყანას, რომელიც ამ ტიპის რეფორმებს გაატარებენ. ყველა მთავრობა ასეთი ვერ იქნება, არც ევროპაში არიან იდეალისტები. ახლა გვაქვს შანსი, რომ ეს გავაკეთოთ."

- ამბობს კუკავა "თავისუფალი ბაზრის" ეთერში. მისი აზრით, ამის გასაკეთებლად ოპოზიციის რეალური ერთიანობა და პოლიტიკური ნებაა საჭირო. ამ მოცემულობაში კი, პარტიები იმაზე ფიქრობენ, როგორ შეიყვანონ პარლამენტში ერთი ან ორი კაცი. რაც საერთო მიზნისთვის ბრძოლას უშლის ხელს.

სოლიდური ოპოზიციური ერთობაა საჭირო და ამ პარტიებს მიზნად 2020-ის არჩევნებისთვის პარლამენტში ერთი პროცენტით შესვლა კი არ უნდა ჰქონდეს მიზნად, ასეთი დიდი ცვლილებებისთვის უნდა ემზადებოდნენ.

- ამბობს კუკავა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები