სიახლეები

64 Views

მირიან ბეჟიტაშვილი და ცოტნე კობერიძე "თავისუფალ ბაზარში"

"თავისუფალ ბაზარში" ვახო მეგრელიშვილთან, წარმოგიდგენთ გირჩის პორტალზე რეგისტრირებულ 51 პოლიტიკოსს შორის 5,734,964 პოლიტიკური GeD-ით, მე-6 ადგილზე განთესილ ცოტნე კობერიძეს და 3,339,160 პოლიტიკური GeD-ით, მე-8 ადგილზე განთესილ მირიან ბეჟიტაშვილს.

გადაცემის მთავარი თემა პასიური და აქტიური საარჩევნო ასაკობრივი ცენზის დაწევაა. საუბარი შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურს და ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებსაც.

ასევე, ამ გადაცემით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაიცნოთ ცოტნე და მირიანი, გაიგოთ მათი:

📍ღირებულებები,
📍მსოფლმხედველობა,
📍რას საქმიანობენ,
📍რა აკავშირებთ გირჩთან,
📍წარმოდგენა მომავალზე.

"მაგთის" აბონენტებს გადაცემის ყურება "გირჩი TV"-ის პირდაპირ ეთერში, 61-ე არხზეც შეგიძლიათ 📺

კომენტარები