სიახლეები

87 Views

გია ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი თავისუფალ ბაზარში

გირჩის პორტალი გირჩის პოლიტიკოსებს, პარტნიორებსა და მედიაპლატფორმას, პოლიტიკაში მოსვლის უპრეცედენტო, ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

გადაწყვეტილებას გირჩის პარტნიორები მაუსის ერთი დაწკაპუნებით იღებენ. პარტნიორები (დამფინანსებლები) სასურველ პოლიტიკოსებს საკუთარი პოლიტიკური წონის შესაბამისად ირჩევენ. ამ პროცესში, გირჩის პლატფორმის მიზანია, პოლიტიკოსები და პარტნიორები ერთმანეთს კარგად გააცნოს.

დღეს, "თავისუფალ ბაზარში" ვახო მეგრელიშვილთან წარმოგიდგენთ პორტალზე რეგისტრირებულ 42 პოლიტიკოსს შორის 2,972,000 პოლიტიკური GeD-ით, მე-9 ადგილზე განთესილ გია ჯაფარიძეს და 2,778,945 პოლიტიკური GeD-ით, მე-10 ადგილზე განთესილ ანა ჩიქოვანს.

შეგახსენებთ, რომ გირჩის პოლიტიკური სიის ათეულის პირველ და მე-9 ადგილებს ძმები ჯაფარიძეები იკავებენ.

დღეს, 15:00 საათზე, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაიცნოთ გია და ანა, გაიგოთ მათი:

📍ღირებულებები,
📍მსოფლმხედველობა,
📍რას საქმიანობენ,
📍რა აკავშირებთ გირჩთან,
📍წარმოდგენა მომავალზე.

"მაგთის" აბონენტებს გადაცემის ყურება "გირჩი TV"-ის პირდაპირ ეთერში, 61-ე არხზეც შეგიძლიათ 📺 

კომენტარები