სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე განათლების მნიშვნელობაზე - ნაწილი მე-6

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, დღეს, ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოების მე-6 ნაწილში, განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, პირველი, რაც შეიძლება გამდიდრებაში დაგვეხმაროს, ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა და უნარებია, რომელიც არ გვაქვს საბჭოთა ცენტრალიზებული განათლების სისტემის გამო. 

"თაობას თაობაზე ანადგურებს ეს სრულიად უვარგისი და მოძველებული სავალდებულო საგანმანათლებლო სისტემა. ყოველწლიურად ვკარგავთ მილიარდებს, ვრჩებით სიღარიბეში, ვცვლით განათლების მინისტრებს და იმედი გვაქვს, რომ ეს უშველის რამეს. სინამდვილეში, საბოლოოდ, ამის შედეგი არის ის, რომ გვყავს განადგურებული თაობები, რომლებიც ვერ ყიდიან საკუთარ უნარებს ცოდნის ბაზარზე. უნდა დავივიწყოთ, რომ რომელიმე მინისტრს შეუძლია განათლების სისტემის პრობლემის მოგვარება. არცერთმა მინისტრმა ან ექსპერტმა არ იცის, როგორი იქნება მომავალი, ან რა იქნება მოთხოვნადი. ერთადერთი გამოსავალი, სხვადასხვა საგანმანთლებლო მოდელების ცვლაა. ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება და უფლება, რომ შექმნან განსხვავებული საგანმანთლებლო მოდელები, განსხვავებული არსებული სისტემისგან და მხოლოდ კონკურენცია გვიჩვენებს, როგორი განათლების სისტემა, როგორი სკოლა, როგორი მასწავლებელი და სწავლის მეთოდი არის სწორი და იძლევა ისეთ ცოდნასა და უნარებს, რომელზეც მომავალ ბაზარზე იქნება მოთხოვნა. ესაა გამდიდრების პირველი, ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გზა, თუმცა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში."

იხილეთ ვიდეოთა ციკლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები