სიახლეები

93 Views

ზურაბ ჯაფარიძე: რა უნდა იყოს ოპოზიციის საერთო მიზანი - მე-4 ნაწილი

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ყველა მმართველი ცდილობდა საქართველოში, ყველანაირი პოლიტიკური დიალოგი მოეკლა, მოეკლა ყველანაირი სტიმული პოლიტიკურ პარტიებს შორის შინაარსობრივი თანამშრომლობისა. თანამშრომლობას აზრი ეძლეოდა საარჩევნო ბარიერის გადალახვის, ან ავტოკრატიული მმართველის ხელისუფლებიდან გაშვების შემთხვევაში.

ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თავისი ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში, რომლითაც "გირჩის" ლიდერი, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე მსჯელობს.  ჯაფარიძის თქმით, ადამიანების დიდ ნაწილს საერთოდ არ მოსწონს არცერთი პარტია და არცერთი პოლიტიკური ლიდერი. პარტიებს შორის შეთანხმება და ერთიანი პოზიციის დადება, პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა არსებობს ერთიანი მიზანი, რომელიც შეუძლებელია არ იყოს ყველასთვის მნიშვნელოვანი, იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარ და შვილების მომავალს ამ ქვეყანას უკავშირებენ. 

"ამ პოლიტიკოსებისთვის საერთო მიზანი უნდა არსებობდეს. ასეთი მიზანი კი ამ ქვეყნის მოქალაქეების გამდიდრება უნდა იყოს. თუ გულწრფელები ვიქნებით, უკლებლივ ყველა პრობლემის მოგვარების გზა გადის სწრაფ გამდიდრებაზე - კარგი ჯანდაცვა, განათლება, კარგი კვება, ადამიანური სიბერე, უკეთესი უსაფრთხოება და თავდაცვა, თუ გვინდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება, თუ გვინდა აღარ მივდიოდეთ სხვა ქვეყანაში სამუშაოდ, თუ გვინდა ახალგაზრდები აღარ გარბოდნენ სხვა უცხეოთში - უნდა გავმდიდრდეთ, ყველა პრობლემის მოგვარების გზა სწორედ ესაა. ეს არის მარტივი და ბანალური სიმართლე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის ერთიანი საერთო მიზანი არის სწრაფი გამდიდრება."

- ამბობს ჯაფარიძე ვიდეოში.

იხილეთ, ვიდეოს პირველი, მეორე და მესამე ნაწილები.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები