სიახლეები

ჯაფარიძე: სისტემა უნდა დაინგრეს - ნაწილი მე-2

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელ უპირველეს ნაბიჯად, ძალოვანი სტრუქტურებისა და მართლმსაჯულების სისტემის დაშლას მიიჩნევს:

"2012 წლის მთავარი მოთხოვნა, არჩევნების დროს, იყო სისტემის დანგრევა, რაც არ გულისხმობდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას. საუბარი იყო მოძალადე საბჭოთა სისტემის დანგრევაზე, რომელიც არის მართლმსაჯულებისა და ძალოვანის სტრუქტურების ნაზავი. რეალურად ეს არასდროს გაკეთდა, მესამედ წავედით წრეზე და ყველა ხელისუფლება, რომელიც გვყოლია, ძალაუფლების შენარჩუნების ბოლო დასაყრდენს ხედავს ამ სისტემაშია - ანუ თოფიან ხალხში,  ეს სისეტმა არის სერიოზული საფრთხე ნებისმიერი მოქალაქისთვის,  ბიზნესმენისთვის ინვესტორისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის."

- ამბობს ჯაფარიძე, ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში.

"გირჩის" ლიდერის თქმით, უპირველესი გამოსავალი ადამიანებისთვის შიშის მოხსნაა. მისი თქმით, ეს სიტემა დასაშლელია, როგორც არ უნდა ითრევდნენ ფეხს კონკრეტული პარტიები. "გირჩი" ფიქრობს, რომ ამ მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზაცია დეცენტრალიზაციის მიღწევა შესაძლებელია, თუ რაიონული პოლიციის უფროსებისა და პროკურორების თანამდებობა იქნება არჩევითი. 

ეს დაანგრევს ამ მონურ მორჩილებაზე დამყარებულ ვერტიკალს, გამორირცხავს ცენტრალიზებულ პოლიტიკურ კოტროლს ამ სისტემაზე. თუმცა თუ ვინმე დადებს უკეთეს ვერსიას როგორ შეიძლება ამ სისტემის დაშლა და გაადამიანურება, მზად ვართ მოვისმინოთ ყველა ვერსია.

- ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

იხილეთ ვიდეოს პირველი,შესავალი ნაწილი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები