სიახლეები

248 Views
პოლიტიკა

კალაძე ამჯერად ტაქსებზე განთავსებულ რეკლამებს იწუნებს

თბილისის მერი, კახა კალაძე მისი ცნობილი "თეთრი ტაქსების რეფორმის" შემდეგ, ამჯერად ტაქსებზე რეკლამების განთავსების ფორმას იწუნებს:

"ქალაქში თეთრი ფერის ზოგიერთი ტაქსი "რეკლამითაა შეფუთული", რაც მიუღებელია და დამტკიცებულ ვიზუალურ სტანდარტს არ შეესაბამება." - ამბობს კალაძე. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციამ ჯარიმები სწორად გამოწერა.

როგორც ხდება ხოლმე, თავიდან არ სჯეროდათ, ზოგს არ მოსწონდა, და არ ჰქონდა სურვილი კონკრეტულ იმ ადგილებზე რეკლამა. დღეს რა მივიღეთ? ქალაქში მოძრაობს თეთრი ფერის ტაქსები, რომელზეც მთლიანად გადაკრულია რეკლამა.

 — აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. ამასთანავე, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე გაწევა 200 ლარით ჯარიმდება.

თბილისის მერიის რეგულაციების გასაპროტესტებლად, "გირჩმა" "შმაქსი-Shmaxi" დააარსა, რომელიც საგანმანათლებლო კომპანიაა, ის ქირაობს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც გირჩის, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ. შმაქსის შეზღუდვა არ აქვს არცერთ იმ რეგულაციაზე, რომელსაც მერია ავრცელებს ტაქსებზე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები