98 Views
ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 111 ათასზე მეტ სესხზე გაზარდა პროცენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 111 400 სესხზე, პროცენტი გაიზარდა. ამ საკითხზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელა და რეფინანსების განაკვეთი 8,5 პროცენტიდან 9 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხზე პროცენტის გაზრდა ინფლაციის 7 პროცენტამდე ზრდით არის განპირობებული.

პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალო ვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

 — განმარტავენ ეროვნულ ბანკში.



კომენტარები