სიახლეები

198 Views
პოლიტიკა

პოზიტიური გზავნილები უნდა დავუპირისპიროთ ნიჰილიზმის თესვას - თენგო კირთაძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრივატიზაციის თემა დაიძრა და ამაზე სხვა ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ.

- ამბობს, ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში, "გირჩის" ახალი პოლიტიკური სახე, თენგო კირთაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "გირჩის" იდეა მის მხარდამჭერებს გასცდეს და ქვეყნის მასშტაბით უფრო ფართოდ გავრცელდეს, რაშიც გაერთიანებული ოპოზიციის წვლილი მნიშვნელოვანი იქნება. 

ეს პროცესები რაც დაიწყეს გირჩის ლიდერებმა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ეს თემა შეიტანეს, ძალიან მნიშვნელოვანია.  კარგი გამოხმაურებაა, როდესაც დიდი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ეთანხმებიან ამ მესიჯებს და თავისი შინაარსითაც ავსებენ, ისე , როგორც წარმოუდგენიათ. ეს არის უმთავრესი წინაპირობა იმისა, რომ რაღაც შედეგამდე მივიდეთ. თუ არ დავიწყეთ ლაპარაკი, გამორიცხულია, რამე შედეგამდე მივიდეთ, ეს სწორედ ისეთი გზავნილებია, რომელიც ჩვენ ამ ნიჰილიზმის თესვას უნდა დავუპირისპიროთ, რასაც მმართველი გუნდი აკეთებს. 

- ამბობს კირთაძე, "გირჩის აზრის" ეთერში.

შეგახსენებთ, "გირჩმა" ხელისუფლების მშვიდობიანი ჩანაცვლების ორპუნქტიანი გეგმა გაავრცელა - პირველი პუნქტი მართლმსაჯულების სისტემის ამ სახით დაშლას და პროკურორებისა და პოლიციელების არჩევითობას გულისხმობს, ხოლო მეორე პუნქტი საკუთრების რეფორმაა - "გირჩში" მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელია საზოგადოება დარწმუნდეს, რომ მდიდრები არიან. საზოგადოების გასამდიდრებლად აუცილებელია, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების საზოგადოებაზე გადანაწილება.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები