სიახლეები

765 Views
ეკონომიკა

ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ - ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ

- განაცხადა"ახალი საქართველოს" თავჯდომარემ და "სტრატეგია აღმაშენებლის" ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ ბაზარში", პრივატიზაციის პროექტზე საუბრისას.

როგორც თავად ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანას აქვს დიდი ქონება, რომელიც არის დაძინებული, გაყინული და ფუჭდება უყურადღებობისგან - "ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ". 

მარტივად რომ ავუხსნათ ხალხს - 150 მილიარდი ამერიკული დოლარი გვიდევს, გაყინულია და ამ დროს ჩვენ გვიჭირს, გვშია, წელიწადში 300 ბავშვი კვდება შიმშილით, 200 ათასამდე ბავშვი ვერ იკვებება ნორმალურად, მილიონი ადამიანი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. კატასტროფაში ვართ და წარმოიდგინეთ ჩვენი 150 მილიარდი ამერიკული დოლარი დევს და უბრალოდ ეკონომიკურ ბრუნვაში უნდა დავაბრუნოთ. თუ ეს ხერხდება, ყველა ვმდიდრდებით, ყველას გვაქვს მეტი შემოსავალი და ყველა ადამიანი იღებს მეტს ამ ქვეყანაში

- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით პრივატიზაციის პროექტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნაცვლად ამჟამინდელი ერთნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა, უეცარი 25-30%-იანი "გარღვევა" მოვახდინოთ და რაც მთავარია ამას ყველა ადამიანი საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები