სიახლეები

"ადამიანებისთვის საკუთრების დაბრუნებით, კეთილდღეობა მათი პასუხისმგებლობა გახდება" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, ცოტნე კობერიძის გადაცემა "გირჩის აზრში" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.

მან "გირჩის" ორ პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრივატიზაციის იდეა არის ის საშუალება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლია

რა უნდა იყოს ისეთი იდეა, რომელიც ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილის და ადმინისტრაციული რესურსის პრობლემას გაანეიტრალებს და მეორე მხრივ გასაგები იქნება ადამიანებისთვის თუ რას ელაპარაკები, ასეთი დიდი იდეა მგონია სრული თავისუფლება საგანმანათლებლო სფეროში და პრივატიზაცია.

- ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

მისი თქმით, თუ შევძლებთ საკუთრება დავუბრუნოთ იმ ადამიანებს, რომელთა წინაპრებსაც ეს წაართვეს, ამაზე საღი და სწორი იდეა ფიზიკურად არ არსებობს.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ნაციონალური იდეაა. მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება თუკი ოპოზიცია შეთანხმდება ამაზე და საერთოდ შეიცვლება პოლიტიკური ველი ამ ქვეყანაში. 

"გირჩის" ლიდერის თქმით - "ღატაკი ადამიანი რომელსაც არაფერი არ გააჩნია დამოკიდებულია ადამიანია, თუ ჩვენ მას საკუთრებას დავუბრუნებთ კეთილდღეობა ამ ადამიანების პასუხისმგებლობა გახდება."

ვახტანგ მეგრელიშვილმა  "გირჩის აზრში" საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა, მისი თქმით გერმანული მოდელი არის დათმობა და ბიძინა ივანიშვილს დასადები აქვს საკუთარი დაპირება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით, თუმცა ოპოზიციამ ნებისმიერი არჩევნები უნდა მოიგოს.

ავტორი: ნიკოლოზ ხუცურაული

კომენტარები