სიახლეები

93 Views
პოლიტიკა

თურნავა თვლის, რომ ივანიშვილმა ასწლოვანი ხეები გადარგვით გადაარჩინა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასწლოვანი ხეები გადარგვით გადაარჩინა. მისივე თქმით, ივანიშვილი გადარგული ხეებით ყველასათვის ხელმისაწვდომ "უნიკალურ" პარკს აშენებს. 

ზოგადად, ბევრი ხე არის მოუვლელი. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი რამ კეთდება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ეს ცალსახად ასეა 

- განაცხადა თურნავამ.

როგორც ივანიშვილი ინტერვიუში ამბობს, ხეების დარგვა მისი ჰობია და ასი ათასობით ხე აქვს დარგული, თუმცა მის ბუნებასთან დამოკიდებულაზე ხალხს არასწორ წარმოდგენებს უქმნიან

ეკონომიკის მინისტრის მსგავსად ფიქრობს, ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილიც. მისი აზრით, ივანიშვილმა გადარგვით ხეები გადაარჩინა და მიიჩნევს, რომ "რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა".

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები