სიახლეები

80 Views
ეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 13.7%-ით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 417.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 13.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი, კერძოდ კი 18.8%, შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან. მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 16.4%-ით, ხოლო მესამეზე თურქეთი 10.3%-ით.

2019 წლის გასულ ორ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდებოდა. პირველ კვარტალში კლებამ 6.3% შეადგინა, მეორეში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა და 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34.9%-ით შემცირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები წინასწარია და ექვემდებარება ცვლილებებს.

კომენტარები