სიახლეები

შეთანხმებას თითქმის მივაღწიეთ - მდინარაძე სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობაში გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ 

- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე კიდევ ორი საკითხი განიხილეს, უზენაეს სასამართლოში ასარჩევი მოსამართლეების კანდიდატებთან და მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებული საკითხები. მდინარაძე ირწმუნება, რომ მრავალმანდატიან საარჩევნო სისტემაზე მცირე დროის გამო ზედაპირულად იმსჯელეს:

გავიარეთ ინდივიდუალურად თითოეული მოსამართლე, მათ ჩვენ ინდივიდუალურად მხარს დავუჭერთ, ან არ დავუჭერთ. თითოეულ მოსამართლეზე პარლამენტის წევრი ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც, სავარაუდოდ, მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ჩვენ ვცდილობთ შევარჩიოთ მინიმუმ ის ოპტიმალური რაოდენობა, რომ ამ ინსტიტუციამ გააგრძელოს მუშაობა

- განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები