სიახლეები

სისტემის შიგნით ყველამ იცის, რომ ქაქში ზის, გადატვირთვაა საჭირო - იაგო ხვიჩია

სისტემის შიგნით ყველამ იცის, რომ ქაქში ზის. სისტემის ყველა თანამშრომელმა, ყველა პროკურორმა, ყველა პოლიციელმა, ყველა სუსის თანამშრომელმა, ყველა ბიუროკრატმა, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ქაქშია. ეს ბიძინა ივანიშვილს ბუნებრივად გამოუვიდა. პოლიციელმა კაცი გააუპატიურა, რაზე ვლაპარაკობთ, აგერ ცნობილი სპორტსმენი ცემეს, ადამიანი დაიჭირეს, ქურდებს გადასცეს და მოაკვლევინეს, ასეთი პოლიცია გვყავს დღეს. 

სისტემის დანგრევის აუცილებლობაზე იაგო ხვიჩიამ "თავისუფალი ბაზრის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, თუ ეს სისტემა არ გადაიტვირთა, მხოლოდ საარჩევნო მოდელზე კონსულტაციები, საბოლოოდ, არაფრის მომტანი არ იქნება. ადამიანების კეთილდღეობის ზრდა, ამ სისტემის დაშლაზეა დამოკიდებული, ამბობს იაგო ხვიჩია. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები