სიახლეები

1986 Views
განათლება

პიზას 2018 წლის კვლევის მიხედვით საქართველოს არასახარბიელო შედეგები აქვს

PISA-ს 2018 წლის კვლევის შედეგები გავრცელდა. PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს, იმ ცოდნისა და უნარების გათვალისწინებით, რომელიც სკოლაში მიიღეს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს.

კვლევა წელიწადში ერთხელ ტარდება და ამოწმებს  არა მოსწავლეების მიერ სკოლის პროგრამის ათვისებას, არამედ  რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები აქტიური და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. კვლევა ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.  

ქვეყნის ზუსტი სარეიტინგო ადგილის განსაზღვრა PISA-ს მიღწევის რეიტინგში შეუძლებელია. თუმცა შესაძლებელია დავადგინოთ ქვეყნის სარეიტინგო ადგილის დიაპაზონი 95%-იანი ცდომილებით. საქართველოს რეიტინგული ადგილი (შედეგების ცდომილების გათვალისწინებით) საქართველო 65-75 ადგილებს შორის დიაპაზონშია (79 ქვეყნიდან). 

დაახლოებით ჩვენნაირი შედეგები აქვთ, საუდის არაბეთს, პანამას, ინდონეზიას და მაროკოს. 

საუდის არაბეთი გვისწრებს და მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით რუსეთს.

საუკეთესო შედეგები აქვთ, ჩინეთს, ჰონგ კონგს, სინგაპურს, მაკაოს,ესტონეთს , კანადას, ფინეთს, ირლანდიას, კორეას და პოლონეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, ავსტრალიას..

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების დიდი უმრავლესობა, ყველაზე მაღალი მშპ-თია გამორჩეული.

PISA-ს ახორციელებს ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია (OECD). კვლევაში მონაწილეობს ორგანიზაციის წევრი 79 ქვეყანა.

​​​​​ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები