სიახლეები

"ქართველმა სტუდენტებმა თავისუფლებისთვის" პარლამენტის წინ კარავი გაშალეს

"ქართველმა სტუდენტებმა თავისუფლებისთვის" პარლამენტის წინ კარავი გაშალეს.

სტუდენტებმა კარვის დადგმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოახერხეს.

"აქ ჩვენი ოფისი გავაკეთეთ და გარკვეული დროით გადმოვცხოვრდით. ჩვენ ამ კარავში ძალიან საინტერესო აქტივობებს ვგეგმავთ. მოვიწვევთ სპიკერებს, პოლიტიკურ ლიდერებს, იქნება პოლიტიკური აქტივობები, ქვიზები და პოდკასტები. ჩვენი ძირითადი მიზანი თავისუფლების გავრცელება და მასზე საუბარი იქნება. ეს იქნება პროტესტის ერთ-ერთი კერა და გვინდა, რომ ამ მიტინგებს გარკვეულწილად სახე შევუცვალოთ და ცოტათი უფრო ინტელექტუალური გავხადოთ. ჩვენ რუსთაველს უფრო საინტერესო ადგილად ვაქცევთ",-განაცხადა ორგანიზაციის წევრმა დაჩი იმედაძემ.

კომენტარები