სიახლეები

298 Views
პოლიტიკა

საპროტესტო აქციების მოწინააღმდეგე 21 ტროლი

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) თავისი კვლევით, 21 ფეისბუქ ტროლი გამოავლინა. საპროტესტო აქციების პარალელურად უამრავი სახელისუფლებო ტროლი გაჩნდა, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული მომხმარებლების იდენტობებს იპარავენ.

აქციის დისკრედიტაციასთან ერთად აღნიშნული ტროლები ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებსაც ავრცელებდნენ. ერთი მხრივ, ამართლებდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციების ძალის გამოყენებით დაშლას, ასევე ახდნენდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას. ტროლები აზიარებდნენ დიმიტრი ხუნდაძისა და გიორგი ვოლსკის პოსტებს საპროტესტო აქციისა და კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ

 — ნათქვამია კვლევაში.

გამოვლენილი ტროლების უმეტესობა ფეისბუკზე 2019 წელსა დარეგისტრირებული. გამოვლენილი 21 ტროლიდან, უმეტესობა 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის შემდეგაა დარეგისტრირებული.

 პოსტების ჯგუფებში გაზიარების სქემა ტროლების კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. ეს ჯგუფებია: უნივერსალური, უფალო შეგვიწყალენ, საინტერესო, პოსტალიონი, ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა.

წყარო: On.ge

კომენტარები