სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი: არაფერი დრამატული არ მომხდარა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ვერ შესრულების გამო დამწუხრებული "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "არაფერი დრამატული არ მომხდარა". 

რომ შევაფასოთ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად აღიქვამენ გუნდის წევრები ემოციურად. მე ვთქვათ მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად, ვიღაც კიდე სხვანაირად. 

თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული ქვეყნები, არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი გეგმები. არაფერი დრამატული არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევაფასებთ. მითუმეტეს იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან ქუჩაში ისევ, ეს ქუჩის ოპოზიცია

- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები