სიახლეები

ადვოკატი ანა ჟღენტი ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან "გირჩის" აქტივისტების პერფორმანსი რეზონანსული გამოდგა, მეტიც, რამდენიმე ადვოკატმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა "გირჩის" წინააღმდეგ. უფლებადამცველები "გირჩის" აქტივისტების პერფორმანსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, ეს ქმედება რელიგური გრძნობების უხეში შებღალვაა.

რას ითხოვენ ადვოკატები და რის საფუძველზე წარადგინეს ეს განცხადება პროკურატურაში, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, "გირჩი-ნიუსი" ადვოკატ ანა ჟღენტს დაუკავშირდა, ის ერთ-ერთია იმ ადვოკატთაგან, რომელიც პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს აღნიშნულ თემაზე. 

ჟღენტის თქმით, ადვოკატები პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას "გირჩის" საქმიანობასთან დაკავშირებით ითხოვენ. მისი აზრით, "გირჩი" ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებს, ნარკოტიკებს უკეთებს რეკლამირებას, ადამიანების სულიერებას და ეროვნულობას ეხება და ა.შ.:

ჩვენს სულიერებას და ეროვნულობას ეხებით ეს არ არის პროტესტი რაც გინდათ გააკეთეთ მაგრამ ხატებს როგორ ეხებით. მუჰამედს გაუკეთეთ იგივე აბა და მერე მუსლიმები რას იზამენ, ნახავთ. წმ. პანტელეიმონს რომ ვიღაცა ბიძინას სახეს ახატავს, ბიძინა შეიძლება არც მე მიყვარდეს დიდად მაგრამ როგორ შეიძლება ხატის შეურაცხყოფა. მე საერთოდ ვთვლი რომ ცოტა უნდა შეცვალოთ ეს პოლიტიკა, იბრძოლეთ, კი ბატონო, მაგრამ იცით როგორ იბრძოლეთ? გამოდით და თქვით.

- ამბობს ჟღენტი ჩვენთან საუბარში.

კითხვაზე თუ კონკრეტულად რა მუხლით უჩივიან "გირჩს", ანა ჟღენტმა აღნიშნა, რომ კონკრეტული მუხლი და ნორმა არ მიუთითებიათ, უბრალოდ უნდათ პროკურორთან გასაუბრება, რათა "მთლიანად გირჩის საქმიანობა იქნას გამოძიებული".

ადვოკატის აზრით, "გირჩის" საქმიანობა ანტისახელმწიფოებრივია იმ ნაწილშიც, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს, რადგან მათი დახმარებით ჯარში აღარ მიდის ხალხი. 

როგორც ანა ჟღენტმა აღნიშნა, ადვოკატები მუშაობენ კანონპროექტზე, რათა 155-ე მუხლში შევიდეს ცვლილება, რომ რელიგიური სიწმინდეების შებღალვაზე ისევ იყოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

სამწუხაროდ სააკაშვილის რეჟიმმა ამოიღო ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან, რასაც ჩვემნ დაჩქარებული წესით ვითხოვთ, რომ ისევ შევიდეს

- ამბობს ჟღენტი, 

"გირჩინიუსი" დაინტერესდა, თუ რა შეიძლება იყოს მათთვის სასურველი შედეგი, რაც შეიძლება დადგეს, პროკურატურაში შეტანილი განცხადების შემდეგ. ადვოკატი ანა ჟღენტი ამბობს, რომ ეს, ამ ეტაპზე, "გირჩისგან" და კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან ბოდიშის მოხდა შეიძლება იყოს. 

„გირჩი“ გამოვიდეს, ჯაფარიძე გამოვიდეს და თქვას, რომ კი იყო ეს პერფორმანსი, მაგრამ ქართველი მოსახლეობის წინაშე, თუ ვინმეს უნებლიეთ მივაყენეთ შეურაცხყოფა, ბოდიშს გიხდით.

პროკურატურის ნაწილში, ჟღენტი აცხადებს, რომ მთავარ პროკურორთან გასაუბრების შემდეგ, გამოჩნდება, რა ინტერესები აქვს სახელმწიფოს, თუ მათ თქვეს "გირჩზე", რომ რაც უნდათ ის აკეთონ, ეს ანა ჟღენტის აზრით, ნიშნავს, რომ "გირჩი" სახელმწიფოს კლონი ორგანიზაციაა და არა ოპოზიციური.

შეგახსენებთ, "გირჩის" აქტივისტების პერფორმანსი ბიძინა ივანიშვილის მისამართით იყო და კონკრეტულად მართლმადიდებელ ეკლესიასთან ან ხატებთან არავითარი კავშირი არ აქვს, ჩვენ ვკითხეთ ანა ჟღენტს, ამ აქციისას გამოყენებული პოსტერები, ივანიშვილის სახით, იყო თუ არა მისთვის ხატები, რაზეც გვიპასუხა, რომ ვიზუალურად ხატი იყო.

შეიძლება მე გავიგო, რომ ეს ფოტოშოპია, მაგრამ მრევლს ამას ვერ აუხსნით, მე როგორც აღვიქვი, ეს იყო ხატი. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ დაძაბულ სიტუაციაში ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება პროვოკაცია მოაწყოს თუნდაც რელიგიგურ ნიადაგზე და დაპირისპირება მოჰყვეს ამას. 

- ამბობს ჟღენტი "გირჩინიუსთან"

მისი აზრით, არსებულ რეალობაში, "სასჯელი" შეიძლება იყოს სანქცია, გაფრთხილება ან თუნდაც ჯარიმა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები