სიახლეები

რატომ უნდა ტეხავდეს გლეხობა, შეხსნილი ქამრით, ერთ ხელში ბიძინას ხატით და მეორეში - ჯოინთით 

აი, თქვენ, გირჩი მოგწონთ?

თუ არა - ეს სტატია თქვენთვის არაა, კარგად ბრძანდებოდეთ.

თუ კი - ვეცდები აგიხსნათ, თუ რატომაა მნიშვნელოვანი (და აუცილებელიც კი), ისეთი აქტივობების კეთება, როგორიც ეს “ბიძინას ხატები” იყო, რომელმაც, გირჩის წევრების ჯგუფშიც კი, აზრთა სრული სხვადასხვაობა გამოიწვია. 

“ბიძინას ხატების” მოწინააღმდეგეების არგუმენტები ასე ჟღერდა:

  • ამდენი ვიზრუნე, რომ ჩემი საახლობლოსთვის გირჩი მომეწონებინა და წყალში ჩამიყარეთ...
  • ბებიაჩემი ძლივს დავკერე, რომ ჯაფარა მოსწონებოდა და სახლში რომ მივედი, გინებით დამხვდა ბებო...
  • ბაბლს გარეთ ასე ვერასოდეს გახვალთ...
  • ჩემს სამეზობლოში ტყუილად დავდიოდი და გაპიარებდით? ხმები თუ არ გინდოდათ, თავიდანვე გეთქვათ!

გულწრფელად მესმის ამ ხალხის წუხილის, მაგრამ მინდა ისინი დავამშვიდო, რადგან მათი წუხილი წუხილი აღარ იქნება, თუ ერთ ლოგიკაში გამომყვებიან. 

ასეთი აზრობრივი ექსპერიმენტი წარმოვიდგინოთ:

გირჩმა ძალიან დავარცხნილად იარა 2020-მდე, ყველა ბებოს გულს მოვეფონეთ, მარტო შმაქსივით კამპანიები ვქენით, ყველა ნაბიჯი პოლიტკორექტულობის ზომიერ ფილტრში გავატარეთ და ვეცადეთ, არავინ არაფრით გაგვეღიზიანებინა. 

ჰოდა, შედეგიც დადგა - გირჩმა უმრავლესობა მოიპოვა! ხალხმა ხმა მოგვცა - იმათაც კი, ვისაც ჩვენი ნაკლებად ესმოდა. გირჩის წევრებმა ბევრი მუშაობის შედეგად მოახერხეს გარშემომყოფების დარწმუნება, რომ ქვეყანა ვანდოთო, კაი ხალხიაო, არაფერი გამაღიზიანებელი აღარ უქნიათ ხომ ხედავთო და მოკლედ - ეგაა!

პარლამენტში უმრავლესობით მოხვედრილი გირჩი, წარმოიდგინეთ, რას იზამს - თითქმის ყველა მიმართულებით, დაიწყება ხისტი რეფორმები: 
სამინისტროები უქმდება; 

რეგულაციები უქმდება; 

საჯარო სამსახურში დასაქმებული ხალხის ნაწილი სამსახურს კარგავს (სხვადასხვა პირობებით); 

მოხუცების ის ნაწილი, რომელიც შეძლებულ ოჯახებში ცხოვრობენ, პენსიებს კარგავენ;

მათი სანაქებო შვილიშვილები, რომლებიც მერიაში წარმატებით დასაქმდნენ თავის დროზე, უცებ გარეთ რჩებიან; 

სპორტს, კულტურას და ხელოვნებას შეფარებული უამრავი “ჩემი კუკარაჩა” ადამიანი შრომის ბაზარზე სახელმწიფოს დახმარების გარეშე რჩება და უწევს მომხმარებლების დარწმუნება იმაში, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ღირებულია და ხალხმა ფული უნდა გადაუხადოს;

საპატრიარქოსთვის 25 მილიონის და მიწების ჩუქება მთავრდება, ყველა რელიგია თანაბარ პირობებში დგება;

განათლების სამინისტრო უქმდება და ყველა დირექტორი ისეთ სკოლას ქმნის, როგორიც მას გონია სწორი და როგორშიც მშობლები ფულს ნებაყოფლობით  გადაუხდიან;

კერძო საკუთრებაში გადადის ყველაფერი, რისი გაკერძოვებაც კი შეიძლება - მთები, მდინარეები, კალაპოტები, სალი კლდეები, ტყეები, სსიპ-ები, აიპ-ები, შენობები, შკოდები - თითქმის ყველაფერი ხდება თქვენი, საქართველოს მოქალაქეების და თქვენ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება. საქართველოს თითოეული კვადრატული მეტრის ბედის განსაზღვრა;

ეს სია შემიძლია დაუსრულებლად გავაგრძელო :დ

როგორი აპოკალიპტური სცენარი არა?

წარმოიდგინეთ, რამხელა პოლიტიკური ნდობა უნდა იყოს ხალხში გირჩის მიმართ, რომ ამ ჩამონათვალის თუნდაც ნაწილი რეალობად იქცეს?
და ესენი თუ არ გავაკეთეთ, აბა რას ვატრაკებთ საერთოდ? მაშინ, შევუერთდეთ რომელიმე არსებულ პარტიას, თუ ჩვენი გეგმები ისეთივე შუაშისტურია, როგორც მათი, არა? 

გირჩი ხომ იმიტომ ვართ, რომ ამეებს ვაპირებთ და გვჯერა, რომ ის ლოგიკა, რომელიც ამ რეფორმების უკან დგას - სწორია, სამართლიანია და მორალურია. 

ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ის ხალხი, ვინც ხმა მოგვცა, ვერ ხვდება, რას მისცა ხმა. ვერ ხვდება, რატომ ვამბობთ ერთს და არა მეორეს.

რატომ ვაკეთებთ ამ “სიგიჟეებს” და ვიტკიებთ აუტკივებელ თავს?
ხომ ფაქტია, რომ გირჩის მთავრობა ასეთ პირობებში 1 თვესაც ვერ გაძლებს?

კარგ ვარიანტში უბრალოდ გადაგვაგდებენ და ცუდ ვარიანტში - დაგვწვავენ :დ

სწორედ ამიტომ, გირჩის რაიმე სახელისუფლებო ბერკეტთან მოხვედრის აუცილებელი წინაპირობაა, რომ ჩვენთვის მოცემული თითოეული ხმა იყოს გაცნობიერებული ხმა, გაცნობიერებული მანდატი - სწორედ იმის საკეთებლად მოგვცენ ნდობა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. სხვა შემთხვევაში, გირჩის ასეთ ბერკეტთან მიშვება იქნება კატასტროფა, დააზიანებს ლიბერტარიანელობის იდეასაც, შეგვიქმნის ფიზიკურ საფრთხესაც პირადად ჩვენ, გირჩელებს და შეიძლება ქვეყნიდან გაქცევა მოგვიწიოს, მიჰა მიმიქარავს :დ

მარტო და მხოლოდ მარტო მაშინ აქვს გირჩის მთავრობაში მოსვლას აზრიც, შინაარსიც და ეფექტიც, თუ ხმას გაცნობიერებულად გვაძლევენ. 

სწორედ ამიტომ მგონია, რომ პერიოდულად გირჩმა უნდა აკეთოს ისეთი რამეები, რაც გაივლის ჩვენი პრინციპების და საზოგადოების მიმღებლობის ზღვარზე.

ამით ორი კარგი საქმე კეთდება:

მაქსიმუმამდე იწევა გამოხატვის თავისუფლება (ამ მხრივ, გირჩის დახმარებითაც, რეგიონში ყველაზე კარგი სიტუაცია გვაქვს)
და
ვახდენთ გირჩის "ისე რა" მხარდამჭერების ფილტრაციას, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რამდენი ადამიანის ხმას წარმოვადგენთ სინამდვილეში. 

“- აუჰ, მასე ხომ ვერასოდეს მიაღწევთ უმრავლესობას?! უტოპიაა რაც თქვენ გინდათ.” 

შეიძლება, ძალიან შორ პერსექტივად ჩანს ახლა ის სცენარი, რაც ზემოთ დავხატე.

შეიძლება, უფრო ეფექტური გზები არსებობს ჩვენი მიზნის მისაღწევად.
შეიძლება, ყველაფერში ვცდებით. 

მაგრამ

4 წლის წინ ეს სცენარი საერთოდ წარმოუდგენელი იყო.
ამ თემებზე (და სხვა უამრავ თემაზე) არავინ ლაპარაკობდა.
ამ ბლოგ-პოსტს მკითხველთა უმეტესობაც საერთოდ სხვა კუთხიდან უყურებდით მოვლენებს. 

შეიძლება თავის დროზე “გლეხობა უნდა ტეხავდეს”-ზეც ავარდით.

ან კანაფის საჯარო დათესვაზე;

ან ატოცში ჩახდაზე;

ან ბორდელის გახსნაზე;

ან “ყლის ჩვენება უზრდელობაა და არა ძალადობა”-ზე;

ან, რავიცი, ვინ მოთვლის :))

მთავარი კი არის ერთი - მიზანი არ ამართლებს საშუალებას და უნდა ვეცადოთ, რომ ყოველი ჩვენი ნაბიჯი ნაკლები თავისუფლებიდან მეტი თავისუფლებისკენ იყოს. 

არც ის მიზანი, რომ გირჩი პარლამენტში მოხვდეს, არ ამართლებს იმ საშუალებას, რომ გირჩი პოლიტკორექტული გახდეს ვიღაცების გულის მოსაგებად. პირიქით,

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რატომ მოსწონს ან არ მოსწონს გირჩი და მხოლოდ მაშინ მოგვცეს ხმა, როდესაც გაიაზრებს, რომ შეიძლება ჩვენი მოქმედების ფორმების გამო ჩვენი დედების გინების სურვილი ჰქონდეს ყოველდღე, მაგრამ ჩვენზე უფრო ძვირფასი მეგობრები და მოკავშირეები არ ჰყავს, როდესაც საქმე მისი პირადი თავისუფლების სახელმწიფოსგან თუ უმრავლესობისგან დაცვას ეხება, რადგან ერთი ინდივიდი სამყაროში ყველაზე “მცირე” უმცირესობაა. 

ბოლოს კი, აი, ზუსტად ვიცი - ერთი თვის ვადაში ისეთ რამეს ვიზამთ, რომ სიამაყით იტყვით, გირჩელები ვართო. ერთხელ გვიქნია მასეთი რამ, თუ ორჯერ? 

4 წელია ამას ვაკეთებთ და თუ რამე ვისწავლეთ, ვიცით, რომ ყველაფერი სწორად მიდის. 

უფრო სწორი გზა თუ იცით, არგუმენტირებული ესსე გამოუშვით [email protected]-ზე :D

ანდა არა - გირჩზე უფრო გირჩული პარტია გააკეთეთ, გვაჯობეთ. ძალიან გამიხარდება. მართლა. 

ავტორი: ჰერმან საბო

კომენტარები