სიახლეები

352 Views
პოლიტიკა

ნიკა ქავთარაძე: ბიძინა ივანიშვილი არის წყლის გიჟი

ოპოზიციის პარლამენტში არ ყოფნა "ქართული ოცნებისთვის" საერთოდ არ არის დისკომფორტი.

ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა ქავთარაძემ, TV პირველის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა, უმრავლესობისთვის, იდეალური გარემოა, ვინაიდან მათ დემოკრატია, დებატები, საკითხის დისკუსიით გადაჭრა არ სურთ. შესაბამისად მათთვის კომფორტულია მარტო ყოფნა.

ქავთარაძეს მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ გადაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა იმ დაპირების შესრულება, რომელიც მან საზოგადოებას თვეების წინ მისცა (პროპორციული არჩევნები 2020-ში).

პარლამენტის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენები არ არის ერთი ქვეყნის ნაწილი - არეთ არის ქვეყანა და შიგნით არის რაღაცა ჯგუფი რომელიც თამაშობს პარლამენტარობანას. პარლამენტის წევრებს ყოველ მისვლაზე, პარლამენტში შესასვლელად, სპეცრაზმის გამოყენება და ხალხის წყლის ჭავლით დაშლა რომ ესაჭიროებათ, ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილი - ეს კაცი არის წყლის გიჟი, როგორც გარეთ ისე სახლში უზარმაზარი აუზით და ზვიგენებით

- ამბობს ნიკა ქავთარაძე.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები