სიახლეები

ჯაფარიძე: უნდა გამოვაცალოთ ივანიშვილს მისი ერთ-ერთი კოზირი - ფული და შევცვალოთ ხელისუფლება

ამ ქვეყანაში რაც კი აქტივები არსებობს, ყველაფერი არის სახელმწიფოს ხელში. ბოლშევიკებმა წაგვართვეს საკუთრება, რომელიც ჯერ კიდევ უკან არ დაგვიბრუნებია, ვითომ თავისუფალ ბაზარს ვაშენებთ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სახელმწიფოს ხელშია და ვერანაირი თავისუფალი ბაზარი და კაპიტალიზმი აქ ვერ აშენდება, სანამ ამ ქონებას ადამიანებს არ დავუბრუნებთ, ამ გზით თითოეული ქართული ოჯახი შეიძლება გახდეს  ძალიან მდიდარი და ვერავინ ორი კილო კარტოფილით ვეღარ შეძლებს მათ ყიდვას. ამაზე სწრაფი გზა გამდიდრებისთვის უბრალოდ არ არსებობს და ეს ბერკეტიც აუცილებლად გამოსაყენებელია, რადგან ასე შეგვიძლია გამოვაცალოთ ივანიშვილს მისი ერთ-ერთი კოზირი - ფული და შევცვალოთ ხელისუფლება

- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.
კომენტარები