სიახლეები

58 Views
პოლიტიკა

საპარლამენტო თანამდებობები გადანაწილდა

დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე უმრავლესობის დეპუტატები წარადგინა.

პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარადგინეს გიორგი ვოლსკი, ასევე, ვიცე-სპიკერი იქნება გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე და კახა კუჭავა. 

წარდგენილ კანდიდატებს კენჭისყრის შემდეგ დაამტკიცებენ.

საკომიტეტო თანამდებობებზე კი კანდიდატები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

  • საგარეო საქმეთა კომიტეტი — ირაკლი ბერაია;
  • ევროინტეგრაციის კომიტეტი — დავით სონღულაშვილი;
  • გარემოს დაცვის კომიტეტი — ნინო წილოსანი;
  • განათლების კომიტეტი — გენადი მარგველაშვილი;
  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტი — გურამ მაჭარაშვილი.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები