სიახლეები

110 Views
პოლიტიკა

ბოკერია: ივანიშვილი გადაგდებით საზოგადოებას ეუბნება, ასე მოგექცევით და მიიღეთო

იყო გავრილოვის ამბავი, ის გამოყენებული ძალა და დაღვრილი სისხლი. ამის შემდეგ კაცმა თქვა, რომ კარგი, ეს ყველაფერი მოხდა, ახლა ამ ჟესტს ვაკეთებ (პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა), რომ განიმუხტოს ვითარება და ვითარება განიმუხტა. მერე გავიდა დრო და თქვა, რომ სიტყვას, დაპირებას, ანგარიშვალდებულებას მნიშვნელობა არ აქვს, მე მოგექცევით ისე, როგორც ჩემს გუნდელებსო, რასაც მთელი ეს წლები ვხედავთ.
რაც გაუკეთა მან მაგალითად, თალაკვაძეს და მდინარაძეს, მე არც ერთი მიმაჩნია ლორენს ოლივიედ, არც ერთი იტყუებოდა, არც ერთმა იცოდა მაგ ორიდან, ისეთ დღეში იყვნენ. მაგრამ მერე შეირგეს ეს, რომ ერთ გუნდს დაავალა ერთი, მეორეს - მეორე, ალაპარაკა ყველგან და მერე თქვა, რომ თქვენ ხართ ჩემი სათამაშოებიო. შინაური ცხოველის ცუდი პატრონია. ახლა ამ გადაგდებით მთელ საზოგადოებას ეუბნება, რომ ასე მოგექცევით თქვენც და მიიღეთ ეს წესიო. ამ წესს საზოგადოება არ მიიღებს

- განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ქართული ოცნების მიერ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაგდების შესახებ საუბრისას. 
კომენტარები