სიახლეები

657 Views
პოლიტიკა

კალაძე და თალაკვაძე იტალიის კურორტიდან დაბრუნდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იტალიის კურორტიდან  თბილისში დაბრუნდა.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახი კალაძე და უმრავლესობის რამდენიმე წევრი კურორტ კომოს ტბაზე, მათი მეგობრის გიორგი ბარმენაშვილის დაბადების დღეზე იყვნენ ჩასული.

ბარმენაშვილი "ქართული ოცნების" შემომწირველი, რამდენიმე შპს-ს მფლობელი ბიზნესმენია, მანდ 60 ათასი ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ.

პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის მეგობრის დაბადების დღის გამო იტალიაში ვიზიტს, ქვეყანაში შექმნილი კრიზის ფონზე, ოპოზიცია ცინიკურს და უპასუხისმგებლოს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდი ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას ვერ აცნობიერებს და ასეთი ქმედებები მათ ადეკვატურობასა და პრობლემებისადმი გულგრილობაზე მეტყველებს,

ოფიციალური ინფორმაციით, დედაქალაქის მერი იტალიაში შეკვეთილი საახალწლო ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად ჩავიდა.

2019 წლის საშობაო ნაძვის ხე თბილისის ბიუჯეტს 304 848 ევრო უჯდება, რაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის 996 853 ლარია.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები