
გოცირიძე მმართველ პარტიაზე - თავის გამართლება მაინც ისწავლონ ხარისხიანად
ეტყობა, [გიორგი გახარია] ღამღამობით დასამშვიდებლად ფრანგულ რომანებს კითხულობს და ახლა წაუკითხია ვიქტორ ჰიუგო. ფრანგული რევოლუციის დროს ხდებოდა ასე, რომ ყველაფერს აბრალებდნენ ან რუსოს, ან ვოლტერს და ახლა ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას. 7 წლის განმავლობაში წარმოებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გააღატაკა ქვეყანა. ლარი ახლა გაუფასურდა, თუ ამ 7 წლის განმავლობაში უფასურდებოდა? ერთი გონივრული, ლოგიკური არგუმენტი მაინც მოიტანონ, თავის გამართლება მაინც ისწავლონ ხარისხიანად
- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ მთავარი არხის ეთერში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გახარიამ მთავრობის სხდომის წინ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები ეკონომიკურ ცხოვრებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.
ავტორი: ლიზი კუბლაშვილი