სიახლეები

182 Views
პოლიტიკა

მარიამ ჯაში ფიქრობს, რომ პროპორციულის ჩაგდება შესაძლოა ერთპიროვნული მმართველობის განმტკიცებად მიიჩნიონ

ნაბიჯი, რომელიც ხელს უშლის პოლიტიკური პლურალიზმის ჩამოყალიბებას და ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნას, შესაძლოა, განხილულ იყოს, როგორც ერთპარტიული მმართველობის განმტკიცების რისკი.

- ამის შესახებ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაშის თქმით „ქართული ოცნების" მხრიდან საზოგადოების მოტყუება და პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული პირობის დარღვევამ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა და დამოკიდებულება დააზიანა.

პირობის პრაქტიკულად უკან წაღებამ, რაც ჩვენ ვიხილეთ კენჭისყრის შედეგებით, დააზიანა არამხოლოდ ჩვენი საზოგადოებრივი ნდობა, არამედ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება. ჩვენ არ ვმსჯელობთ, რომელი სისტემაა უკეთესი. ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, მაგრამ ყველაზე მეტად საზოგადოებრივი ნდობა დაზიანდა და ამ ნაბიჯით მცდელობა გამოჩნდა, რომ დამატებით შენარჩუნება და კონსოლიდაცია მოხდეს მმართველი უმრავლესობის პოზიციების.

ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია არამარტო დემოკრატიის კონსოლიდაცია, არამედ პლურალიზმის განმტკიცება. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უშლის პოლიტიკური პლურალიზმის ჩამოყალიბებას და ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნას, შესაძლოა, განხილულ იყოს, როგორც რისკი ერთპარტიული მმართველობის განმტკიცების,რაც დამაზიანებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რაც არ უნდა იდეალური ხელისუფლება ჰყავდეს

- განაცხადა უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა

შეგახსენებთ, რომ მარიამ ჯაში იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც "ქართული ოცნება' და საპარლამენტო უმრავლესობა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები