სიახლეები

236 Views
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო ვალმა 16 მილიარდ ლარს გადააჭარბა

2019 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.419 მილიარდ დოლარს (16.059 მლრდ ლარი) გადააჭარბა.

რაც წინა თვესთან შედარებით, 64 000 დოლარით, ხოლო გასულ წელთან შედარებით, 317 000 დოლარით მეტია.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს ვალი 978.456 მლნ დოლარი გვაქვს; IBRD-ის 910.471 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის კი - 1.106 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თუმცა საქართველოს საგარეო ვალების სია ამით არ სრულდება და სხვა მევალე საფინანსო ინსტიტუტების, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 22.906 მლნ დოლარი;
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 1.003 მლნ დოლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 116.739 მლნ დოლარი;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 526.781 მლნ დოლარი;
  • ევროგაერთიანება (EU) – 42.272 მლნ დოლარი;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 32.952 მლნ დოლარი;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 6.897 მლნ დოლარი;
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 804 ათასი დოლარი.

ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 934.152 მილიონი ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 693.660 მილიონი ლარი; იაპონია - 638.171 მილიონი ლარი; რუსეთი - 159.338 მილიონი ლარი.

სხვა ქვეყნების მიმართ საგარეო ვალი ასეთია: ავსტრია - 57.206 მილიონი ლარი; აზერბაიჯანი - 20.368 მილიონი ლარი; თურქმენეთი - 625 ათასი ლარი; თურქეთი - 39.141 მილიონი ლარი; ირანი - 15.606 მილიონი ლარი; სომხეთი - 22.384 მილიონი ლარი; უზბეკეთი - 355 ათასი; უკრაინა - 325 ათასი ლარი; ყაზახეთი - 42.733 მილიონი; ჩინეთი - 3.779 მილიონი ლარი; კუვეიტი - 28.091 მილიონი ლარი; ნიდერლანდები - 2.047 მილიონი და ამერიკა - 55.361 მილიონი ლარი.

ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 481 600 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია).

შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ვალები რომელთა გადახდაც სწორედ შემდეგ თაობებს მოუწევს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

წყარო: Bpn.ge

 

კომენტარები