სიახლეები

93 Views
პოლიტიკა

პროკურატურას ბოქლომი დაადეს

რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წევრებმა და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურას ბოქლომი დაადეს.

პროკურატურასთან პოლიციაა მობილიზებული. თავდაპირველად აქტივისტები ბოქლომის დადებას კარზე გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. მათ შორის მცირე სიტყვიერ შელაპარაკებაც მოხდა. საბოლოოდ, გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის მთავარ ჭიშკარზე ბოქლომი დაკიდება მაინც შეძლო.

პროკურატურასთან შეკრებილი პოლიტიკოსების თქმით, ამ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უსამართლო და პოლიტიკურია.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს, რის გამოც დაგეგმილი სხდომები ვერ ჩატარდა. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა აქცია დაშალა და პარლამენტის შესასვლელებს პიკეტი მოხსნა. დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა 37 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები უკვე მეორე დღეა სასამართლოს სხდომებს ელოდებიან.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები