სიახლეები

945 Views
პოლიტიკა

"გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი და აქტივისტები ამ დრომდე დაკავებულები არიან

"გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი, იმედა კლდიაშვილი და "გირჩის" სამი აქტივისტი, დაჩი იმედაძე, ლევან გორგაძე და ლუკა ჭიჭინაძე ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. სასამართლო სავარაუდოდ 12.00 საათზე გაიმართება.

12-ზეა ჩანიშნული ზურაბ ჯაფარიძის პროცესიც. დაკავებულებს ადმინისტრაციული მუხლით ხულიგნობას ედავებიან.

დაკავებული არიან ასევე #სირცხვილიას ორგანიზატორები და აქტივისტები, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები